saqarTvelos mdinareebi - inwoba
ტერიტორიული ერთეულები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
სათავე | კახეთის კავკასიონი 42°07`29` ჩ. გ. 45°45`27` ა. გ. |
შესართავი | 41°58`04` ჩ. გ. 45°37`40` ა. გ. |
სიგრძე | 22 კმ |
აუზის ფართობი | 83 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1.26 მ³/წმ |
მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე. სიგრძე 22 კმ, აუზის ფართობი 83 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა - ზამთარში. ზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნა, საშუალო ხარჯი საბუესთან 1,26 მ³/წმ. ქვემო დინებაში იყენებენ სარწყავად. მდინარე ინწობაზე არის ჰიდროელექტროსადგური. მარჯვნიდან იერთებს მდინარე ბოლიას.
აღსანიშნავია, რომ ძველი ქალაქი გრემი ლოკალიზდება დღევანდელი სოფელი გრემის სამხრეთ-დასავლეთით. მდებარეობს მდინარე ინწობის შუა წელის მარჯვენა ნაპირზე, შემაღლებული გორაკის, გრემის მთავარანგელოზის ანსამბლის გარშემო, ალაზნის ვაკეზე. ინწობის ხეობაში ზღვის დონიდან 480 მ სიმაღლეზე გაშენებულია სოფელი გრემი. მდინარის ნაპირებზეა სხვა დასახლებული პუნქტებიც.